COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევაა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევიდან 425 - თბილისში, 372 - იმერეთში, 193 - აჭარაში გამოვლინდა. მისივე თქმით, გურიაში 21 შემთხვევა დადასტურდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 27, ქვემო ქართლში - 53, შიდა ქართლში - 64, მცხეთა-მთიანეთში - 18, კახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში - 9, ხოლო სამცხე-ჯავახეთში ასევე - 9 შემთხვევა.

20 ოქტომბრის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 109 შემთხვევაა რეგისტრირებული.


| Print |