საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 21 208-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 337 პაციენტი და საერთო რაოდენობა 9 003-ია.
კარანტინის რეჟიმში მყოფ პირთა რაოდენობა შემცირდა და დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით საკარანტინე სივრცეებში 4 462 მოქალაქეა გადანაწილებული, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3 071 ადამიანი გადის.
ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 772-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 172 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.