სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევიდან 445 - თბილისში, 369 - აჭარაში, 295 - იმერეთში გამოვლინდა.
"დღეს გამოვლენილი 1351 შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირებულია - 445, აჭარის რეგიონში - 369, იმერეთში - 295, ქვემო ქართლში - 76, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში - 66, მცხეთა-მთიანეთში - 23, შიდა ქართლში - 23, კახეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 18, გურიაში - 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
21 ოქტომბრის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 149 შემთხვევაა რეგისტრირებული.