COVID19
დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ - გუბერნიაში ეპიდსიტუაციაზე დეტალურად აღარ ისაუბრებენ
ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან 14 ახალციხეში, ორი ასპინძაში, თითო-თითო კი ბორჯომსა და ადიგენში. აპარატის უფროსის გიორგი მიქელაძის თქმით, ზოგიერთი პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

დღეიდან, ოფიციალური ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო - სამხარეო ადმინისტრაცია, ეპიდსიტუაციაზე დეტალურად აღარ ისაუბრებს. გიორგი მიქელაძე ყოველდღიურ ბრიფინგზე მხოლოდ მშრალი სტატისტიკით შემოიფარგლება. ინფიცირებულებს შორის რამდენია სამედიცინო პერსონალი, მოსწავლე ან პედაგოგი - ამაზე მიქელაძემ აღარ გვიპასუხა.

21 ოქტომბრის მონაცემებით, რეგიონში 149 კოვიდინფიცირებულია, აქედან 39 გამოჯანმრთელდა, ერთი გარდაიცვალა. სახლში მკურნალობის კურსს გადის 20-მდე პირი.

| Print |