COVID19
საქართველოში COVID 19-ით 6 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ გაიზარდა. COVID 19-ით 6 პაციენტი გარდაიცვალა და ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე მათი რაოდენობა 178 გახდა.

ბოლო დღე ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან 398 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 9 401 გახდა.

22 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების - 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

| Print |