COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევიდან 563 - თბილისში, 389 - აჭარაში, 335 - იმერეთში გამოვლინდა.

"დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 335, ქვემო ქართლში - 77, შიდა ქართლში - 69, გურიაში - 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში - 42, კახეთში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 26, სამცხე-ჯავახეთში - 24" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

22 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 173 შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან ორი გარდაიცვალა.
| Print |