COVID19
23 ინფიცირებული და 12 განკურნებული - COVID 19-ის დღიური სტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში
ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით დაფიქსირებული კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან 23 რეგიონის მაცხოვრებელია, ხოლო 1 აჭარას უკავშირდება. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, ერთმა მოქალაქემ კორონავირუსზე ტესტი ჩვენს რეგიონში გაიკეთა, თუმცა იგი სამცხე-ჯავახეთის მაცხოვრებელი არ არის.

გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, დაფიქსირებული 23 შემთხვევიდან ახალციხეში - 13 პირია ინფიცირებული, ახალქალაქში - 4, ნინოწმინდაში - 3, ასპინძაში 2 და ადიგენში - 1.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა კიდევ 12 ადამიანი და მათი რაოდენობა 51 გახდა.

გიორგი მიქლაძის მონაცემებით, კორონავირუსის დაფიქსირების გამო, რეგიონის მასშტაბით 10 სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ხოლო ოთხმა საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა.

სამცხე-ჯავახეთში სულ 677 პირია თვითიზოლაციაში. აქედან, ადიგენის მუნიციპალიტეტში - 67,ასპინძაში - 58,ახალციხის მუნიციპალიტეტში - 371, ახალქალაქში - 105,ბორჯომში - 37, ხოლო ნინოსწმინდაში - 39 პირი.

საკარანტინე სივრცეში დღეის მდგომარეობით 440 პირი იმყოფება, აქედან 65 - ახალციხეშია, ხოლო დანარჩენი 375 - ბაკურიანში.

22 ოქტომბრის მონაცემებით, რეგიონში 172 კოვიდინფიცირებულია, მათგან ორი გარდაიცვალა.

| Print |