COVID19
ნოემბერში დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათასს მიაღწიოს – ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ხელახლა გაკეთდება.

მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.

„პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ვითარებას. ჩვენ, ჩვენს მოდელირებაში ვიყენებთ სამ ძირითად ინსტრუმენტს. ეს არის გარკვეული მათემატიკური მოდელირების ინსტრუმენტები, სადაც შეგვყავს ბევრი სხვადასხვა ციფრი, მოცემულობები და ამის მიხედვით ეს ინსტრუმენტები ითვლიან, როგორი შეიძლება იყოს გავრცელება. ზუსტად არ გიჩვენებს, მაგრამ ტენდენციებს გიჩვენებს. როცა სექტემბრის ბოლოსთვის თავიდან დავიწყეთ ამ ინსტრუმენტებით მუშაობა, სამივე ინსტრუმენტი გვეუბნებოდა, რომ ზრდა გექნებოდა. გარკვეულად მივყვებით ამ პროგნოზსს, მაგრამ ცოტა მეტი შემთხვევა გვაქვს, გეტყვით პირდაპირ და ამიტომ, ახლა კიდევ ხელმეორედ უნდა დავთვალოთ ნოემბრის პროგნოზები. მაშინ ასეთი ტენდენცია იყო, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა შევდიოდეთ პიკში, პიკის დროს იქნება 3-4 ან თუნდაც 5 ათასი, მაგრამ არ გვინდა, რომ გვქონდეს 3 და 4 ათასი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით 1595 პირი დაინფიცირდა, აქედან 23 სამცხე–ჯავახეთში.
| Print |