COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 562-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 350 პაციენტი და საერთო რაოდენობა 9 751-ია.

კარანტინის რეჟიმში მყოფ პირთა რაოდენობა შემცირდა და დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით საკარანტინე სივრცეებში 4 408 მოქალაქეა გადანაწილებული, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3 155 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 848-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 183 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
| Print |