COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან 686 - თბილისში, 487 - აჭარაში, 356 - იმერეთში გამოვლინდა.

"ისევ ცხელ წერტილებად რჩება სამი რეგიონი. აჭარაშვი გვაქვს 487 ახალი შემთხვევა, თბილისში - 686, 356 - იმერეთში, 17- გურიაში, 24- კახეთში, მცხეთა-მთაიანეთში - 12 შემთხვევა, 7- რაჭა-ლჩხუნში, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 69, 30 - სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში - 36, 35 - შიდა ქართლში" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

23 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 202 შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან ორი გარდაიცვალა.
| Print |