COVID19
კოვიდინფიცირებულები მკურნალობას ახალციხეშიც შეძლებენ
დღეიდან ცხელებიანი პაციენტები მკურნალობას ახალციხეშიც შეძლებენ. ჯანდაცვის სამინისტრომ ქალაქში კლინიკის გამოყოფის შესახებ ბრძანება ამტკიცებს.

"გამომდინარე იქიდან, რომ დღეს უკვე იკვეთება კონკრეტულ რეგიონებში ინფიცირებულების გაზრდილი რაოდენობა და შესაბამისად, საჭიროება ხდება იქ საწოლფონდის მობილიზაცია, დღეს ვამტკიცებთ ბრძანებით იმ კლინიკების ჩამონათვალს, რომლებიც ჩაერთვებიან და ეს იქნება როგორც საგარეჯოში, თეთრიწყაროში, ქუთაისში კიდევ დამატებით, ახალციხეში და ლანჩხუთში კლინიკები, რომლებიც მიიღებენ ცხელებიან პაციენტებს და გაუწევენ მათ საჭირო მკურნალობას და მომსახურებას" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კლინიკები ცხელებიან პაციენტებს მიიღებენ. ვირუსის დადასტურების შემთხვევაში კი ცენტრალიზებულად გადაწყდება რა სახის მკურნალობა გაეწევა პაციენტს.

საერთო ჯამში, ამ კუთხით, ჯანდაცვის სამინისტრო 442 საწოლის მობილიზებას შეძლებს.
| Print |