COVID19
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 32 127-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 1 262 პაციენტი და საერთო რაოდენობა 12 632-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3757 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3847 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2238- ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 238-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
| Print |