COVID19
საქართველოში კორონავირუსისგან 1262 ადამიანი განიკურნა, გარდაიცვალა - 23
საქართველოში კორონავირუსისგან 1 262 ადამიანი განიკურნა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ქვეყანაში COVID 19-ისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 12 632-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რეკორდულად მაღალია კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაც. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში COVID 19-ით 23 ადამიანი გარდაიცვალა და საქართველოში ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე მათი რაოდენობა 238-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.