სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 13 ახალციხის მუნიციპალიტეტში, ერთი - ადიგენში, ხოლო ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ბორჯომსა და ასპინძაში ორ-ორი ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული.
დადგენილია 23-მდე ახალი კონტაქტი.
სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის თქმით, ამ დროსისთვის თვითიზოლაციაში 1061 პირი რჩება, აქედან ახალციხის მუნიციპალიტეტში 534 პირია, ადიგენში - 142, ასპინძაში - 80, ახალქალაქში - 160, ბორჯომში - 66, ნინოწმინდაში - 79.
გიორგი მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის რეგიონის 8 საკარანტინე სივრცეში გადანაწილებულია 286 პირი, აქედან 11 ახალციხეში იმყოფება, ხოლო დანარჩენი 275 ბაკურიანში არსებულ საკარანტინე სივრცეებში.
სახლის პირობებში 38-მდე პირი მკურნალობს.
სამცხე-ჯავახეთში 30-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან.
27 ოქტომბრის მდგომარეობით რეგიონში კორონავირუსი 281 პირს დაუდასტურდა, მათგან 5 გარდაიცვალა.