COVID19
საქართველოში კორონავირუსისგან განკურნების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსისგან განკურნების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში 2 197 ადამიანი გამოჯანმრთელდა და COVID 19-ისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 14 829-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში COVID 19-ით 15 ადამიანი გარდაიცვალა და საქართველოში ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე მათი რაოდენობა 253-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
| Print |