COVID19
საქართველოში COVID 19-ისგან განკურნების დღიური მაჩვენებელი ინფიცირებისას აღემატება
საქართველოში კორონავირუსისგან განკურნების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში 2 075 ადამიანი გამოჯანმრთელდა და COVID 19-ისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 16 904-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში COVID 19-ით 20 ადამიანი გარდაიცვალა და საქართველოში ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე მათი რაოდენობა 273-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
| Print |