COVID19
სამცხე-ჯავახეთში COVID19-ის დიაგნოზით ორი ადამიანი გარდაიცვალა
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორივე მათგანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი იყო. გიორგი მიქელაძის განმარტებით, გარდაცვლილია 75 წლამდე მამაკაცი და 50 წლამდე ქალი.

რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის დიაგნოზით სულ 8 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის იყვნენ ვალის, ნინოწმინდის, ადიგენის, ასპინძის მაცხოვრებლები და ახალქალაქის სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ექიმი.

| Print |