COVID19
რეგიონში ყველაზე მეტი ინფიცირებული ისევ ახალციხეში დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, მათგან ახალციხეში 21 პირია ინფიცირებული, ახალქალაქში - 8, ნინოწმინდაში - 6, ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯოში - 3-3. 

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის დიაგნოზით რეგიონში 2 ადამიანი გარდაიცვალა.

გიორგი მიქელაძის თქმით, ამ დროისათვის სამცხე-ჯავახეთში სულ 1019 პირია თვითიზოლაციაში. აქედან, ახალციხის მუნიციპალიტეტში - 552, ადიგენში - 45, ასპინძაში - 76, ახალქალაქში - 182 ,ბორჯომში - 81, ხოლო ნინოწმინდაში - 83 პირი.

საკარანტინე სივრცეში დღეის მდგომარეობით 218 პირი იმყოფება, აქედან 16 - ახალციხეშია, ხოლო დანარჩენი 202 - ბაკურიანში.

29 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 363 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 57, ხოლო გარდაცვლილია - 8.

| Print |