COVID19
ახალციხის სამხატვრო სკოლის პედაგოგს COVID 19 დაუდასტურდა
ახალციხის სამხატვრო სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისათვის მის ოჯახში სამი ინფიცირებულია. მასწავლებლის თქმით, ვირუსი ბავშვს სკოლაში გადაედო, საიდანაც თვითონ და სავარაუდოდ, მისი მეორე შვილიც დაინფიცირდა.

“მე და ჩემი პატრა გოგონა გავიტესტეთ და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მეორე შვილსაც იგივე სიმპტომები აქვს, თუმცა ჯერ ტესტი არ გაუკეთებია”- ამბობს ინფიცირებული პედაგოგი.

სამხატვრო სკოლაში მასწავლებელი 22 ოქტომბრიდან აღარ ყოფილა. მას კორონავირუსი 27 ოქტომბერს დაუდასტურდა. მიუხედავად ამისა, სკოლა მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.

| Print |