COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 1673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 38 936-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2881 პაციენტი და საერთო რაოდენობა 22691-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3001 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4136 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2245-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 307-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

| Print |