COVID19
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით 1 პირი გარდაიცვალა
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 22 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 10 ადამიანი, აჭარაში - 7, იმერეთში - 4, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 307 გარდაცვალების შემთხვევა" - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

31 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით 9 ადამიანია გარდაცვლილი.
| Print |