COVID19
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 400–ს გადააჭარბა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევიდან 684 - თბილისში, 351 - აჭარაში, 214 - იმერეთში გამოვლინდა.

„დღეს გამოვლენილი 1 673 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 684 შემთხვევა, აჭარაში - 351, იმერეთში - 214, ქვემო ქართლში - 75 შიდა ქართლში - 98, გურიაში - 41, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 86, კახეთში - 52, მცხეთა-მთიანეთში - 23, სამცხე-ჯავახეთში - 33, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 16“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

31 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 429 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 57, ხოლო გარდაცვლილია - 9.

| Print |