COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 40 727-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 413 პაციენტი და საერთო რაოდენობა 25 104-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3007 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4188 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2204-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 28 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 335-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
| Print |