COVID19
ახალციხეში კორონავირუსის 26 ახალი შეთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, აქედან ახალციხეში COVID 19-ით 25 პირია ინფიცირებული, ბორჯომში –14 ახალქალაქში –6, ადიგენში – 5, ასპინძასა და ნინოწმინდაში – 3–3;

გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 92-მდე პირი, მიმდინარეობს მოკვლევა.

თვითიზოლაციაში რეგიონის მასშტაბით 885 პირი იმყოფება. აქედაბ ახალციხის მუნიციპალიტეტში 429 პირია, ახალქალაქში - 172; ნინოწმინდაში - 93; ბორჯომში - 69, ასპინძაში - 67; ხოლო . ადიგენში - 55 პირი.

კარანტინში 254 მოქალაქე იმყოფება, მათგან ახალციხის საკარანტინე სივრცეში 28 პირია, ხოლო ბაკურიანში – 226;

ამ დროისათვის გამოსაკვლევია 83 ნიმუში.

1 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 485 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია – 57 პირი, ხოლო გარდაცვლილი – 9.
| Print |