COVID19
გიორგი გახარია თვითიზოლაციაშია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირადი დაცვის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“, - წერს გიორგი გახარია.

კორონავირუსი 1 ნოემბერს პრემიერის დაცვის ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა, დღეს, 2 ნოემბერს კი კიდევ ორი მათგანი კოვიდდადებითი აღმოჩნდა.
| Print |