COVID19
გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ადმინისტრაცია აცხადებს, იგი თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში 31 ოქტომბერს გადავიდა, რადგან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით კორონავირუსი დაუდგინდა. დღეს 2 ნოემბერს COVID 19 პრემიერის დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს დაუფიქსირდა.
| Print |