COVID19
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები კიდევ გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 44 522-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 1 833 პაციენტი და საერთო რაოდენობა 28 633-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3080 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4253 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2246-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 362-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
| Print |