COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დღიურმა შემთხვევებმა იკლო
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, COVID 19-ის 1 946 ახალი შემთხვევიდან 650 - თბილისში, 506 - აჭარაში, 324 - იმერეთში გამოვლინდა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს დღიური მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: ქვემო ქართლში - 46, შიდა ქართლში- 100, გურიაში - 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 200, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში - 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.

3 ნოებრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 516 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 57, ხოლო გარდაცვლილია - 9.
| Print |