COVID19
ნინოწმინდაში სამედიცინო პერსონალი კორონავირუსით დაინფიცირდა
ნინოწმინდის კლინიკის სამედიცინო პერსონალიდან შვიდი ადამიანი კორონავირუსით დაავადდა. რადიო "ნორის" ინფორმაციით, მათგან სამი ექიმია, დანარჩენი 4 კი კლინიკის დაბალი რგოლის პერსონალი.

ნინოწმინდის კლინიკის მენეჯერის ნატო ირემაძის განცხებით, კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი და მათი კონტაქტები იზოლაციაში იმყოფებიან. იმის გამო, რომ კლინიკის რეანიმატოლოგიც კოვიდინფიცირებულია, პაციენტებს ვეღარ იღებენ.

მენეჯერი ირწმუნება, რომ კლინიკაში ყველა რეკომენდაცია დაცულია. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში დარჩენილ ექიმებს მუშაობა ფორსმაჟორულ სიტუაციაში უწევთ.

ნატო ირემაძის თქმით, ნინოწმინდის მოსახლეობა არ იცავს დისტანციას და არ ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეგულაციებს.
| Print |