COVID19
ასპინძის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს COVID 19 დაუდასტურდათ
ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ კოვიდდადებითი ოთხი პირია.

სამედიცინო პერსონალის ინფიცირების გამო, ასპინძაში გამოძახებებზე ორი ჯგუფი მუშაობს. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მეზობელი მუნიციპალიტეტების დახმარება საჭირო არ გახდა. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე, კოვიდინფექცია დაუდასტურდა ახალციხისა და ახალქალაქის სასწრაფო დახმარების 32 თანამშრომელს. ერთი ექიმი კი გარდაიცვალა.

სამედიცინო პერსონალის ინფიცირებამ ორივე მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების სამსახურის პარალიზება გამოიწვია. ადმინისტრაციას მოუწია დამხმარე ჯგუფები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან დაემატებინა.


| Print |