COVID19
ასპინძაში სკოლის მასწავლებლებს COVID-19 დაუდასტურდათ
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლა დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. აქ კორონავირუსი ორ პედაგოგს დაუდასტურდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სკოლაში ტესტი კიდევ რამდენიმე მასწავლებელს აუღეს, პასუხს დღის განმავლობაში ელიან.

„ეგ სკოლა ერთი კვირაა ისედაც დისტანციურზე იყო გადასული, საარჩევნო უბანი იყო გახსნილი და დღეს უნდა დაბრუნებულიყვნენ სკოლაში. 16-მდე ონლაინ გაკვეთილები ჩატარდება“, - გვითხრა ასპინძის საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ტრისტან მურადაშვილმა.

ოთხი ნოემბრის მდგომარეობით, ასპინძის მუნიციპალიტეტის 18 საჯარო სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ერთია გადასული.
| Print |