COVID19
საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ინფიცირების 2 401 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. შესაბამისად, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 49 218 - მდე გაიზარდა.

ამასთან, ბოლო დრე-ღამეში 2 289 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში მათი რაოდენობა 33 459 გახდა.

გარდაიცვალა 20 ადამიანი და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის დიაგნოზით სულ 401 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 160 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4489 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2446-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

| Print |