COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა დადასტურდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, COVID 19-ის 2 401 ახალი შემთხვევიდან 976 - თბილისში, 328 - აჭარაში, 368 - იმერეთში გამოვლინდა.

"დღეს გამოვლენილი 2 401 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარაში - 328, იმერეთში - 368, ქვემო ქართლში - 61, შიდა ქართლში - 135, გურიაში - 62, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 280, კახეთში - 70, მცხეთა-მთიანეთში - 31, სამცხე-ჯავახეთში - 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 35"
- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

5 ნოებრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 600 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 68, ხოლო გარდაცვლილია - 9.
| Print |