COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 638 მძიმე პაციენტია
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 638 მძიმე პაციენტია, მათ შორის 293 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მძიმე პაციენტებიდან თბილისში არის 316, ხოლო აჭარაში - 100. რაც შეეხება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფ 293 პირს, მათგან თბილისში - 150, აჭარაში კი 94 მკურნალობს.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 332. 4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 198, აჭარაში - 723.
| Print |