COVID19
შეიზღუდება თუ არა ღამით გადაადგილება? - მაია ცქიტიშვილის განმარტებები
კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადაადგილებაზე წერტილოვანი შეზღუდვა დაწესდეს. ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილი თქმით, შესაძლოა, შეზღუდვა საღამოს საათებში გადაადგილებას შეეხოს. ასევე, უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე კონკრეტული დღეს გადაადგილების შეზღუდვა, ან სხვადასხვა დასახლებაში ტრანსპორტის შეჩერება, ასევე, სავაჭრო ცენტრების, დიდი გადაადგილების ადგილების, ან ბაზრობების მუშაობის დროებით შეჩერება, რომელიც წერტილოვანი ხასიათისა და რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, სადაც ამის აუცილებლობა იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.

„ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ შეზღუდვები დაწესდება თუ არა, დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე, რამდენად სწორად ვატარებთ პირბადეს, რამდენად დეტალურად შევასრულებთ მითითებებს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსნებთ, რომ ბოლო დრე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 20 ადამიანი გარდაიცვალა.
| Print |