COVID19
საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების ისევ რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ინფიცირების 2 775 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. შესაბამისად, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 5 1993 - მდე გაიზარდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში 3 560 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში მათი რაოდენობა 37 019გახდა.

გარდაიცვალა 22 ადამიანი და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის დიაგნოზით სულ 423 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 094 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 618 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 438-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
| Print |