COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, COVID 19-ის 2 775 ახალი შემთხვევიდან 1 044 - თბილისში, 503 - აჭარაში, 526 - იმერეთში გამოვლინდა.

"დღეს გამოვლენილი 2 775 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 044 შემთხვევა, აჭარაში - 503, იმერეთში - 526, ქვემო ქართლში - 207, შიდა ქართლში - 177, გურიაში - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 117, კახეთში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 43, სამცხე-ჯავახეთში - 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8" - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

6 ნოებრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 625 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 68, ხოლო გარდაცვლილია - 9.
| Print |