COVID19
თუ რეკომენდაციებს არ დავიცავთ, ტრაგიკული შემთხვევები გაცილებით მეტი იქნება - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევები, რომელიც ქვეყანაში თითო-ოროლაა, გაიზრდება, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ დაიცავს.

პაატა იმნაძის თქმით, რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში კორონავირუსი გავრცელდება მართვადი იქნება.

„ეს პრობლემა მთელ დედამიწაზეა და არის ჩვენთანაც. თუ თითოეული ჩვენგანი არ შევიტანთ სულ პატარა წვლილს იმით, რომ პირბადით ვივლით ყველგან, ერთამენთისგან დავიცავთ დისტანციას, დამერწმუნეთ, არაფერი არ გააჩერებს კორონას. ტრაგიკული შემთხვევები, რომელიც თითო-ოროლა არის, სამწუხაროდ, გაცილებით მეტი იქნება. სხვა არაფერი არ მოუგონებია კაცობრიობას დისტანციის და ნიღბის გარდა.

თუ ამას დავიცავთ, კორონას გავრცელება იქნება იმდენი, რომ მისი მოვლა სისტემას შეეძლება, თუ არადა ვერც ერთი სისტემა ვერ გაუძლებს ერთად ბევრ ავადმყოფს“,-განაცხადა იმნაძემ.
| Print |