COVID19
რეგიონში COVID 19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა ახალციხესა და ბორჯომში დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, აქედან ყველაზე მეტი ინფიცირებული ახალციხესა და ბორჯომში გამოვლინდა. ქალაქების მიხედვით კოვიდ 19-ის შემთხვევები ასე გადანაწილდა:

  • ახალციხე - 27;
  • ბორჯომი - 21;
  • ადიგენი - 9;
  • ნინოწმინდა - 6;
  • ასპინძა - 6;
  • ახალქალაქი - 3.

გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 136-მდე პირი.

ამ დროისათვის გამოსაკვლევია 273 ნიმუში.

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 1087 პირი იმყოფება. მათგან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 464, ადიგენში - 154, ახალქალაქში - 125, ბორჯომში - 156, ასპინძაში - 123 და ნინოწმინდაში 65.

კარანტინში 357 პირია. აქედან ახალციხეში - 42, ხოლო ბაკურიანში - 355.

7 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 697 კოვიდინფიცირებულია დაფიქსირებული, მათგან 95 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 პირი გარდაიცვალა.

| Print |