COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. შესაბამისად, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 60 680 - მდე გაიზარდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში 2 470 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში მათი რაოდენობა 45 042 გახდა.

გარდაიცვალა 24 ადამიანი და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის დიაგნოზით სულ 499 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 982 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 780 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 879-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
| Print |