COVID19
სამცხე-ჯავახეთში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევები 59-ით გაიზარდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, COVID 19-ის 2 927 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 033 - თბილისში, 782 - იმერეთში, ხოლო 411 - აჭარაში გამოვლინდა.

“დღეს გამოვლენილი 2 927 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარაში - 411, იმერეთში - 782, ქვემო ქართლში - 130, შიდა ქართლში - 74, გურიაში - 53, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 150, კახეთში - 133, მცხეთა-მთიანეთში - 79, სამცხე-ჯავახეთში - 59, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 23,"
- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

9 ნოებრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 801 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 97, ხოლო გარდაცვლილია - 9.
| Print |