COVID19
ახალციხეში კორონავირუსით კიდევ 33 პირი დაინფიცირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 801 შეადგინა.

59 ახალი შემთხვევიდან 33 ახალციხეში დაფიქსირდა, 11 - ადიგენში, 8 - ახალქალაქში, 5 - ნინოწმინდაში, 2 - ასპინძაში.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 134-მდე პირი, მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა. კვლევაში რჩება 35 პირის ბიოლოგიური მასალა.

რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში იმყოფება 1 094 პირი:

1. ახალქალაქში - 96 პირი;
2. ადიგენში - 120 პირი;
3. ახალციხეში - 512 პირი;
5. ბორჯომში - 182 პირი;
6. ასპინძაში - 125 პირი;
7. ნინოწმინდაში - 59 პირი.

კარანტინში იმყოფება 347 მოქალაქე, აქედან 46 - ახალციხეში, 301 კი ბაკურიანის სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში.

კორონავირუსის დიაგნოზით რეგიონში ცხრა პირია გარდაცვლილი. გამოჯანმრთელებულია 97 ინფიცირებული.
| Print |