COVID19
რეგიონში, COVID 19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა ახალციხესა და ადიგენში დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ერთი უცხოეთის მოქალაქეა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, რეგიონში ყველაზე მეტი ინფიცირებული ახალციხესა და ადიგენში გამოვლინდა. ქალაქების მიხედვით კოვიდ 19-ის შემთხვევები ასე გადანაწილდა:

  • ახალციხე - 18;
  • ადიგენი - 14;
  • ასპინძა - 8;
  • ბორჯომი - 4;
  • ნინოწმინდა - 3;
  • ახალქალაქი - 1.

გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 81-მდე პირი.

ამ დროისათვის გამოსაკვლევია 190 ნიმუში.

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 1131 პირი იმყოფება. მათგან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 511, ადიგენში - 182, ახალქალაქში - 92, ბორჯომში - 164, ასპინძაში - 133 და ნინოწმინდაში 49.

კარანტინში 313 პირია. აქედან ახალციხეში - 48, ხოლო ბაკურიანში - 265.

10 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 849 კოვიდინფიცირებულია დაფიქსირებული, მათგან 97 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 პირი გარდაიცვალა.

| Print |