COVID19
გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, PCR ტესტის პასუხი,რომელიც მთავრობის მეთაურმა ჩაიტარა, უარყოფითია.

შესაბამისად, გიორგი გახარია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

გიორგი გახარიას კორონავირუსი 2 ნოემბერს დაუდასტურდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 31 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი.

interpressnews.ge
| Print |