COVID19
კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა ახალციხეში დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ერთი უცხოეთის მოქალაქეა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, რეგიონში ყველაზე მეტი ინფიცირებული ახალციხეში გამოვლინდა. ქალაქების მიხედვით კოვიდ 19-ის შემთხვევები ასე გადანაწილდა:
- ახალციხე - 31;
- ბორჯომი - 19;
- ახალქალაქი - 15.
- ადიგენი - 14;
- ასპინძა - 7;
- ნინოწმინდა - 5;
გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 125-მდე პირი.
ამ დროისათვის გამოსაკვლევია 270 ნიმუში.
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 1078 პირი იმყოფება. მათგან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 440, ადიგენში - 182, ახალქალაქში - 95, ბორჯომში - 160, ასპინძაში - 145 და ნინოწმინდაში 56.
კარანტინში 276 პირია. აქედან ახალციხეში - 58, ხოლო ბაკურიანში - 218.
11 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 940 კოვიდინფიცირებულია დაფიქსირებული, მათგან 97 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 პირი გარდაიცვალა.
გააზიარეთ :