COVID19
3 120 შემთხვევა - კორონავირუსის ახალი ანტირეკორდი საქართველოში
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. შესაბამისად, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 69 681 - მდე გაიზარდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში 2 358 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში მათი რაოდენობა 52 169 გახდა.

გარდაიცვალა 33 ადამიანი და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის დიაგნოზით სულ 566 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2506 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4918 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 3311-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
| Print |