COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევები ბოლო ორი დღეა რეკორდულად იზრდება. ბოლო 24 საათში რეგიონში COVID 19-ის 95 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, COVID 19-ის 3 120 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 033 - თბილისში, 517 - იმერეთში, ხოლო 502 - აჭარაში გამოვლინდა.

"დღეს გამოვლენილი 3 120 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარა - 502, იმერეთი - 517, ქვემო ქართლი - 192, შიდა ქართლი - 126, გურია - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 332, კახეთი - 100, მცხეთა-მთიანეთი - 107, სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 887. 4 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 383, აჭარაში - 801, იმერეთში - 973. მძიმე პაციენტი გვყავს 652, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 103, იმერეთში - 159. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 329 პირი, მათ შორის, თბილისში - 162, აჭარაში - 90, იმერეთში - 33. 3 311 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 560 - აჭარაში, 1 207 - თბილისში, ხოლო იმერეთში -284. 8 658 პირი მკურნალობს ბინაზე
" - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

12 ნოებრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1035 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 97, ხოლო გარდაცვლილია - 9.
| Print |