COVID19
სასტუმრო „კავკასიამ“ცხელებიანი პაციენტების მიღება დაიწყო
სასტუმრო „კავკასია“ რომელიც ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში მდებარეობს, ცხელების ცენტრად გადაკეთდა. აქ ცხელებიანი პაციენტების მიღება უკვე დაიწყეს.

სასტუმროს მეპატრონის ნუგზარ ბლუაშვილის განმარტებით, ისინი საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებს იღებენ. მეპატრონის თქმით, მათ PCR ტესტი ადგილზე უტარდებათ.

უკვე გამოვლინდა კოვიდინფიცირების ორი შემთხვევა და ისინი "კავკასიიდან" სასტუმრო „გრანდ პალასში“ გადაიყვანეს.

"კავკასიაში" მომსახურე პერსონალის გარდა, მობილიზებულია ექიმი და ექთანი. მეპატრონის თქმით, კოვიდსიმპტომიანები სამჯერადი კვებით არიან უზრუნველყოფილნი.

სასტუმროში ამჟამად ორი პაციენტი იმყოფება.

ცხელების ახალი ცენტრის გახსნით ახალციხეში დამატებით 25 საწოლის მობილიზება მოხდა.

| Print |