COVID19
45 ახალი შემთხვევა - ახალციხეში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, აქედან ყველაზე მეტი - 45 კოვიდინფიცირებული ახალციხის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი, 15 - ადიგენში, 13 - ბორჯომში, 11 ასპინძაში, 8 - ნინოწმინდასა და 2 - ახალქალაქში.

გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 182 პირი.

ამ დროისათვის გამოსაკვლევია 287 ნიმუში.

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 1246 პირი იმყოფება. მათგან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 518, ადიგენში - 187, ახალქალაქში - 113, ბორჯომში - 195, ასპინძაში - 168 და ნინოწმინდაში 65.

კარანტინში 291 პირია. აქედან ახალციხეში - 60, ხოლო ბაკურიანში - 231.

12 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 1032 კოვიდინფიცირებულია დაფიქსირებული, მათგან 97 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 პირი გარდაიცვალა.
| Print |