COVID19
3473 - ინფიცირებული, 3342 - განკურნებული - კორონავირუსის დღიური სტატისტიკა საქართველოში
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. შესაბამისად, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 73 154 - მდე გაიზარდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში 3 342 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში მათი რაოდენობა 55 511 გახდა.

გარდაიცვალა 37 ადამიანი და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის დიაგნოზით სულ 636 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 447 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 957 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 3 413-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
| Print |